სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განთავსების შესაძლებლობას არ განიხილავს. ამის შესახებ მან რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენს დღის წესრიგში ასეთი საკითხი არ დგას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის რეიონისთვის იბრძვიან, რომელიც დიდი ხნის განამვლობასი სადავო იყო . იგი აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ კონტროლდება ეთნიკური სომხების მიერ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს ყველაზე სისხლიანი შეტაკებებია ამ რეგიონში.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა.











