თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, რესტორნის მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კოვიდ- 19- ის დაფიქსირების გამო, კვების ობიექტი დაიკეტა და მომსახურე პერსონალი თვითიზოლაციაში გადავიდა.
ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, რესტორნის მფლობელის ოჯახის წევრებიც.
ამ ეტაპზე, ობიექტის მესაკუთრის ინფიცირების წყარო უცნობია.
კორონა ვირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, დაკეტილია თელავის პირველი და მეშვიდე საჯარო სკოლები, საღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია მეხუთე საბავშვი ბაღშიც.
მთლიანად კახეთის რეგიონში, ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 400 აღწევს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











