ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 42 წლის ლევან გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდანაა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის კერძო ბიზნესით იყო დაკავებული და საქართველოდან რამდენიმე თვი წინ წავიდა.
ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ.
მკვლელობის მიზეზი უცნობია ახლობლებისათვის, თუმცა, მათი ინფორმაციით, მამაკაცი მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.
წინასწარი ინფორმაციით, გრემელაშვილი ცივი იარაღით არის მოკლული.
დაჭრილი მამაკაცი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, თუმცა მკვლელის ვინაობის დასახელება მოასწრო.
გარდაცვლილის გადმოსვენების საკითხებზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











