ყაზბეგში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა – აღნიშნული ინფორმაცია „კურიერთან“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.
„გიდასტურებთ, რომ 5 არის დადასტურებული შემთხვევა ლაბორატორიულად ინფიცირების. ამჟამად, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს თვითონ ადგილზე, მხედველობაში მაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება ეგ იყოს, ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1264 – მდე გაიზარდა.











