ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ბლოკ-პოსტების მოწყობისთვის ქალაქში ტექნიკისა და ჯარის შეყვანის ბრძანებაც გასცა. მისი განამრტებით, ეს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად კეთდება.
ამასთნ, ქალაქში გამოცხადდა კომენდანტის საათი, რომელიც დღეს 20:00 საათზე ამოქმედდება და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ჩამოთვლილ შეზღუდვებთან ერთად წესდება კონტროლი მედიაზეც.
შეგახსენებთ, ყირგიზეთში არეულობა კვირას ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულმა დემონსტრანტებმა პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის შენობები დაიკავეს და ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა.











