ყველა დაიღალა ამ პანდემიით, მაგრამ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა.
მისვე თქმით, კორონავირუსი გამოწვევაა, მაგრამ ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაღაც დადებითს მივუახლოვდეთ.
„უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ეს რთული გამოწვევაა, მაგრამ ეს გამოწვევა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაღაც დადებითს მივუახლოვდეთ და ერთად ვიბრძოლოთ ამ პანდემიის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ მსგავს რამეს არასდროს ვიხილავთ. ჩვენ ასევე უნდა გამოვიყენოთ ეს, როგორც შესაძლებლობა, რომ უფრო ძლიერები გავხდეთ“, – განაცხადა მარია ვან კერხოვემ.











