სწორი სტრატეგიითა და კოორდინირებული მუშაობით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის 100%-ზე მეტი ათვისებული, ეს ნიშნავს, რომ არათუ ხელშემშლელმა გარემოებებმა არ გააჩერეს პროექტები, არამედ პირიქით, ყველამ შევძელით, რომ პანდემიის პირობებში ეს პროექტები ბევრად უფრო აქტიურად და წარმატებით შეგვესრულებინა.
ჩვენ პირველი შეზღუდვების ტალღის პროცესშიც კი მაშინ, როდესაც მკაცრი შეზღუდვები გვქონდა, არ გაგვიჩერებია სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა საერთაშორისო მაგისტრალი, ყველა საერთაშორისო წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობდა და რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო და ახლაც რთულია პანდემიის პირობებში ისეთი შრომის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სტანდარტების დადგენა, ამის კონტროლიც,
იმისთვის, რომ ყველა პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ეს არის ის გამოწვევა, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ ყველამ ერთად წარმატებით გადავლახეთ“, – აღნიშნა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.











