“ქალბატონი თეა ყველა პოზიციაზე იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი”, – ამის შესახებ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ “ფორმულასთან” განაცხადა.
ელისო ბოლქვაძის თქმით, ყველა სფერო, სადაც წულუკიანი იმოღვაწევებს, წარმატებული იქნება.
“ქალბატონი თეა ყველა პოზიციაზე იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი. ყველგან წარმატებული მინისტრი იქნება ქალბატონი თეა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია, მე ვცემ უდიდეს პატივს.
მე ვერ გავიგე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო, ჩემთვის რა იქნება? რა თქმა უნდა, თვითონ ქალბატონი თეა თავისი მოცემულობით, ეს არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში, სადაც ის ჩაიხედავს და სადაც ის იმოღვაწევებს, ის იქნება წარმატებული სფერო და აუცილებლად იქნება საინტერესო, კრეატიული. მიმდინარეობს მსჯელობა გუნდში და ამას მალე გაიგებთ”, – ამბობს ელისო ბოლქვაძე.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნება.











