კომპანია ZAG-ის თანამშრომელბის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ჩხრეკა კომპანიის დირექტორის თამარ კობერიძის საცხოვრებელ სახლში. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. ადგილზე კომპანიის ადვოკატებიც მივიდნენ.
კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა
„მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ბაჩანა განცხადებას იტყვის და მერე გამოძიება ამის მიხედვით მოქმედებს.აქ ეხლა პირველ აგვისტოს არის ეს თარიღი დასმული, მე ბაჩანას აქტივობას არ ვუყურებ და არ ვიცი პირველ აგვისტომდე რას ამბობდა. ვადა კი აქვთ, მაგრამ თუ ფიქრობ რომ რაღაც არის სახლში, 5 თანამშროელია მითითებული, ეხლა კიდევ ერთგან მივდივართ, მნიშვნელოვანია საქმისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიხვიდე და ჩაატარო ჩხრეკა. ნუ როგორც ჩანს ჩხრეკა ჩხრეკისთვის არიას და გვაჩვენებენ რომ მუშაობენ,”- განაცხადა კომპანია ZEG-ის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.
კომპანიის კიდევ ერთი ადვოკატი კი ინტერესდება ჩატარდა თუ არა ბაჩანა ლობჟნიძის სახლში ჩხრეკა.
„გრძელდება “ბაჩანას გამოძიება”, ეხლა შემოვიდნენ ჩხრეკაზე ვნახავთ განჩინებას, .ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და რა უნდათ კიდევ არვიცი.მებადება კითხვა ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა. თამარ კობერიძესთან არიან ახლა და ასევე ყველა თანამშრომელთან მიმდინარეობს ჩხრეკა“- განაცხადა ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია ZAG- ში მუშაობდა.











