დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის დაწესების საკითხს ეხმაურება.
როგორც პაატა იმნაძე ამბობს, ყველაფერი ხორციელდება რისკების შეფასების მიხედვით.
„ყველაფერი ხორციელდება რისკების შეფასების საფუძველზე. გახსოვთ, რომ იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, როდესაც იქ მძიმე სიტუაცია იყო, ვიდრე ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე. ახლაც მიმდინარეობს რისკების შეფასება და იმის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ტერიტორიის მიხედვით ფასდება რისკები“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა მოქალაქემ 5-დღიანი კარანტინი უდა გაიაროს. უკვე რამდენიმე დღეა ოკპუირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები კარანტინის მოხსნას ითხოვენ. ამის შესახებ პეტიციაც შეიქმნა.










