“ყველას, მათ შორის ჩვენც, კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს. მნიშვნელოვანია მთლიანი შეთანხმება და არა რომელიღაც კონკრეტული საკითხები, რომელიც რომელიმე მხარისთვისაა მნიშვნელოვანი”, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.
„ამ პროცესში, მედიატორები უკვე ფაქტობრივად, მენეჯერებად გრძნობენ თავს. ისინი ნამდვილად გვესაუბრებიან ისე, რომ არიან არა უბრალოდ ამბის მიმტან-მომტანები, არამედ – საკუთარ პოზიციასაც გვიფიქსირებენ. ეს მათ სტატუსზე კარგად მეტყველებს“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. ის ხელსიუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას მართავს და მთავარ პოლიტიკურ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს.










