fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს – კობახიძე 

14:23 October 28, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

„არჩევნებამდე რჩება სამი დღე და ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. ამას ადასტურებს ყველა გაუყალბებელი კვლევის მონაცემები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„არჩევნებამდე რჩება სამი დღე და ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. ამას ადასტურებს ყველა გაუყალბებელი კვლევის მონაცემები. ამ ფონზე, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული და აქვს ერთადერთი საზრუნავი, თუ როგორ შეუძლიათ ჩრდილი მიაყენონ კარს მომდგარ არჩევნებს.

გუშინ ჩვენ ვამხილეთ რადიკალური ოპოზიციის ყალბი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა რეალური ამოცანა სწორედ არჩევნების შედეგებისადმი თუნდაც მინიმალური უნდობლობის გაჩენაა. ბუნებრივია, მათი ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, რასაც გუშინდელი მხილებაც შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, გასული კვირების მანძილზე საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, თუ როგორ აწყობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში. თუმცა, ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების აქტიური ძალისხმევით მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება გახდა შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით, ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას.

რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ზრახვებზე მეტყველებს მათ მიერ გაყალბებულ კვლევებში დასმული აქცენტები და ამ კვლევების პროპაგანდირების ფორმებიც. საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია კვლევებს არა საზოგადოების განწყობების შესასწავლად, არამედ საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს. თუმცა, მათი ამგვარი მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის – „აიპიემისთვის” დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა – პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ. და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხები – სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება!

ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს! ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით.

კვლევითი კომპანიები ინფორმირებულები არიან და იციან მოსახლეობის რეალური განწყობები. „აიპიემის” წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ ფავორიტ პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არა აქვთ. ამ მათთვის სამწუხარო ფაქტის გამო, მათ საერთოდ დაკარგეს სახე და იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც პოლიტიკური რეიტინგების კვლევის გარდა, დაკავებულია მედიის რეიტინგების გაზომვით, მედიის წარმომადგენელი უშვერი სიტყვებით გალანძღა და არაეთიკური ტერმინებით დაუწყო საქმის გარჩევა.

ამასთან, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. „ნაციონალურ მოძრაობას”, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე – ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა.

ჩვენი მხრივ, ვპირდებით მოქალაქეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად. სწორედ ასეთ, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველ ხალხთან ერთად, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიირაკლი კობახიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

December 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

November 30, 2021
805
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

November 24, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია