დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლის ბოლომდე ავტობუსების პარკი მოწესრიგდება და ქალაქში ყვითელი ავტობუსები აღარ ივლიან. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი, წლის ბოლომდე გვეყოლება ახალი ავტობუსების პარკი და ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და ამაზეც ბევრი კითხვა ისმოდა – რა ყვითელი ავტობუსებით ვიაროთ? – არ არ იაროთ, ივლით ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით.
ჩვენ რა თქმა უნდა კერძო ავტომობილებს არ ვკრძალავთ და ვერ ავკრძალავთ. მაგალითად ჭავჭავაძის გამზირი მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ქვეითად მოსიარულეებზე“,- განაცხადა კალაძემ.











