ქობულეთის ბაღების გაერთიანება თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირების გამო მუშაობის ონლაინრეჟიმზე გადავიდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი ხუთ თანამშრომელს დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულია ბაღების გაერთიანების დირექტორი, იურისტი, ბუღალტერი, მეთოდისტი და კიდევ ერთი თანამშრომელი.
„ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის შემთხვევა. ის პიროვნება დაიტესტა, როგორც კონტაქტირებული სხვა პირთან. სამსახურში ამის შემდეგ არ გამოცხადებულა, მაგრამ მისი თანამშრომლების ჯერ ეპიდკვლევა ჩატარდა იმისთვის, რომ შეფასებულიყო კონტაქტის ხარისხი და პარალელურად, ჩაუტარდათ ტესტირება. ტესტირების შედეგად გამოვლინდა დამატებით 4 შემთხვევა. თვითონ სამსახური არ იკეტება, რადგან ერთი თანამშრომელი, რომელსაც წინა პერიოდებში გადატანილი აქვს უკვე კორონავირუსი, იმუშავებს და სხვა იზოლაციაში გადასულ დანარჩენ თანამშრომლებთან ექნება ონლაინ მუშაობის რეჟიმი.
იზოლაციაში მყოფი თანამშრომლების მომდევნო კვლევის შედეგებს ველოდებით”- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ.
ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში სულ 11 თანამშრომელია.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











