ქობულეთში ერთ-ერთი აღმზრდელის კოვიდ 19-ის კორონავირუსით ინფიცირების გამო მეხუთე ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 დღით შეწყდა.
როგორც ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი ია ხალვაში აცხადებს, აღნიშნული თანამშრომელი ბაღში 16 მარტს იმყოფებოდა, 17 მარტს კი თავი შეუძლოდ იგრძნო, ტესტირების შედეგად კი კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ამ ეტაპზე ბავშვებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნება და კარგად გრძნობენ თავს.
ბაღებში გეგმიური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ტარდება. ბოლო ტესტირება შაბათ-კვირას იყო. ყველა თანამშრომლის პასუხი იყო უარყოფითი. ორშაბათს იყო სამსახურში ეს თანამშრომელი და მეორე დღეს შეუძლოდ იყო და კორონავირუსი დაუდასტურდა.
მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან. განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება ყველას და მხოლოდ შემდეგ გაიხსნება ბაღი“, – განაცხადა ია ხალვაშმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











