ქობულეთში 30 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ სოფელ მუხაესტატეს ცენტრში, პოლიციის შენობის მიმდებარედ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
30 წლამდე მამაკაცი ქობულეთის “ევექსის” კლინიკაში მოათავსეს, სადაც სტაციონალური მკურნალობას გადის.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.











