ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ლეღვაში მოხდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











