„ქუჩაში დაგდებული პირბადე, თუ მას ხელით შეეხებით და შემდეგ ამ ხელს მოისვავთ ლორწოვან გარსებზე, შესაძლოა იყოს კორონავირუსით ინფიცირების წყარო“, – ამის შესახებ დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ეს ეხება განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ასუფთავებენ ქუჩებს. პირველ რიგში არ უნდა დავყაროთ და მეორე, ჩვენი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოაშორონ ეს პირბადე მიწის ზედაპირს და დაუცველი ხელით არ უნდა შეეხონ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.











