ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ოჯახის წევრები არიან.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავეული მამა-შვილი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ფაქტზე შს სამინიტროს მიერ გამოძიება დაწყებულია.











