ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ 1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით. ამ ფრენებს განახორციელებს WizzAir-ი. იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში 1 რეისი. მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად.
ჩვენ ასევე ფრთხილად და თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საჰაერო სივრცის გახსნას. პირველ რიგში, ეპიდემიოლოიგური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.








