საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ქუთაისის მაცხოვრებლებს ტრადიციულ დღესასწაულს, გვირილობას ულოცავს.
როგორც კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, ეს დღე ერთმანეთზე ზრუნვის მაგალითია.
„ულამაზეს ქუთაისს ვულოცავ ტრადიციულ დღესასწაულს – გვირილობას. ეს დღე საუკუნეზე მეტია, აღინიშნება და სიკეთის, ერთმანეთზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. ქუთათურებს ვუსურვებ ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას ამ უძველეს, შესანიშნავ ქალაქში“, – წერს კახა კუჭავა „ფეისბუქზე“.











