ქუთაისში კოვიდინფექცია 102 წლის ქალმა დაამარცხა. იგი ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ხანდაზმულთა სახლიდან ორი კვირის წინ შეიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს და ის კლინიკიდან ხვალ გაეწერება.
ამ დროისთვის, კლინიკაში 77 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 2 კრიტიკულად მძიმეა. იმერეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: თეკლე მოლაშხია











