ქუთაისის 32-ე სკოლაში ინფიცირებული 21 მასწავლებლის ინფიცირების წყარო თბილისში გამართული ქორწილია. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.
გუშინ სკოლაში ვირუსი ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სკოლის 21 თანამშრომელია ინფიცირებული.
ინფექცია დადასტურებული აქვს დირექტორს და დირექტორის მოადგილესაც.











