ქუთაისში 41-ე საარჩევნო უბანი წესების დარღვევით გაიხსნა. დამკვირვებლების თქმით, უბანზე ხმაური იყო, რადგან თავდაპირველად საარჩევნო უბანი საათნახევრით ადრე გაიხსნა და ამომრჩევლები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.
ფაქტთან დაკავშირებით მიმართეს კომისიის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც საარჩევნო უბანი ისევ დაიხურა.
გარკვეული პროცედურების მოგვარების შემდეგ, აღნიშნული საარჩევნო უბანი 15 წუთით გვიან გაიხსნა.
ქუთაისში 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქიდან ერთი, სპეცუბანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გელა თუთბერიძის თქმით, პროცედურულ დარღვევებს ჯერ ადგილი არ ჰქონია.
ქუთაისში სულ 156 275 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ავტორი: კესო მოლაშხია











