ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევას ხანდაზმული კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელსაც გადაადგილება არ შეეძლო.
ძლიერი დაკვამლიანების გამო ვერც მეზობლებმა შეძლეს მამაკაცის ბინიდან გამოყვანა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით, უცნობია. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.










