ქუთაისში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 აბიტურიენტი არ დაუშვეს. მათმა ნაწილმა გამოცდაზე დააგვიანა, ნაწილი კი საგამოცდო ცენტრში საერთოდ არ მივიდა.
„ბავშვებს დაახლოებით 5 წუთი დააგვიანდათ, მაგრამ ჩვენ დაგვიანებულს ვერ დაუშვებთ გამოცდაზე“, – განმარტავენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის პრესამსახურში.
ეროვნული გამოცდები, დღეს 08:00 საათზე, ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
ქუთაისის სამ საგამოცდო სივრცეში ((N1, N23 და N41 სკოლებში) სულ 751 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
აბიტურიენტები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, საგამოცდო სექტორში შესვლამდე პირბადეს ატარებენ, ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში წარადგენენ პისიარ ტესტის პასუხს, რომელიც მათ რამდენიმე დღით ადრე ჩაიტარეს.
სულ, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, მაგისტრობის 12 600-ზე მეტი კანდიდატი და მასწავლებლობის 12 ათასამდე მსურველი.
ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
ნახეთ – გამოცდების განრიგი სრულად.
გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრების მისამართებსა და მისასვლელ მარშრუტებს აქვეყნებს.











