ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გათავისუფლდეს.
როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებს, მიზეზი ნაფიცმსაჯულთა შესაძლო ვერ შერჩევაა.
ოჯახის ადვოკატები მომხდარს სასამართლო სისტემის გაუმართაობას უკავშირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დაკავებული არ არის საქართველოს მოქალაქე და გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანა დატოვოს.
შეგახსენებთ, მკვლელობა ქუთაისში 2020 წლის ივლისში მოხდა. 45 წლის ქალმა განსაკუთრებული სისასტიკით 32 წლის ქალი მოკლა. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.











