ქუთაისში კლინიკა „ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესი გრძელდება. კოვიდცენტრი მორიგმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა დატოვეს.
„კლინიკიდან გაეწერა 4 ზრდასრული, ხოლო ერთი მელოგინე ჩვილით საკარანტინე სივრცეში უსიმპტომოდ, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გადავიდა. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 70 პაციენტი რჩება. აქედან 8 ბავშვი და 4 ორსულია. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელდნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორსულები. კვლავ ველოდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების ახალ ნაკადს,”-ამბობს „კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.











