ქუთაისში ჩხობაძის კლინიკაში კოვიდგანყოფილებიდან პაციენტი გადახტა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცი, რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი კლინიკაში შვილთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში მკურნალონდა, მოულოდნელად ფანჯრიდან გადახტა.
მიზეზი უცნობია, მას რამე ფსიქიკური დაავადება არ ჰქონდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, დაწყებულია გამოძიება.











