ქუთაისში საწვავზე გაზრდილი ფასები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ავტომობილის მფლობელები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. წინააღემდეგ შემთხვევაში ცენტრალური გზების გადაკეტვით იმუქრებიან.
“საწვავზე გაზრდილი ფასი მოქმედებს ყველაფერს. პროდუქტიც ძვირდება. ეს ყაველაფერი ძალიან აწვება ჩვენს ოჯახებს”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
დღევანდელი მონაცემებით, “ვისოლზე” საწვავის ფასები: ეურო რეგულარი – 2.47 ლარი ; ეკო სუპერ – 2.78 ლარი; ეკო პრემიუმი – 2.68 ლარი ; ეკო დიზელი -2. 68 ლარი;
ეურო დიზელი – 2.62 ლარი; ეურო დიზელ ენერჯი – 2.55 ლარი; ვისოლ დიზელი – 1.39 ლარი;
ავტორი: კესო მოლაშხია











