“გვსურს წარმოგიდგინოთ პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები. შედეგების გაცნობამდე, მოგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით გამოიკითხა 987 რესპონდენტი“, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას კვლევის შედეგები გააცნო.
პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები ასე გამოიყურება:
ქართული ოცნება 44.7 – ნაციონალური მოძრაობა 32.6 – პატრიოტთა ალიანსი 3.1 – საქართველოსთვის 2.9 – სტრატეგია აღმაშენებელი 2.6 – გირჩი – მეტი თავისუფლება 2.5 – ლელო 2.3 – ევროპული საქართველო – 2.2 – მოქალაქეები 1.5 – ლეიბორისტული პარტია 1.5 – გირჩი 0.4 – ერთიანი საქართველო 0.4 – სხვა პარტიები 3.3
ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგით რომ დასრულდეს, 3-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს მხოლოდ სამი პოლიტიკური პარტია გადალახავდა, 28 მანდატი კი მათ შორის შემდეგი პროპორციით განაწილდებოდა:
ქართული ოცნება 16 მანდატი – ნაციონალური მოძრაობა 11 მანდატი – პატრიოტთა ალიანსი 1 მანდატი გივი მიქანაძემ ასევე, წარმოგიდგინა ქუთაისის მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილი მონაცემები: – იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) 50.3 პროცენტი – ხატია დეკანოიძე (ნაციონალური მოძრაობა) 37.8 პროცენტი – სხვა კანდიდატები 11.9 პროცენტი “როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს აქვს კარგი შანსი, არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.











