ქუთაისში, სამუშაო პროცესის დროს მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მეტალურგიულ ქარხანა „ამბიკონ სტილში“ მოხდა.
„პრაიმტაიმნიუსს“ ქარხანაში ფაქტი დაუდასტურეს. თუმცა, აღნიშნეს, რომ დეტალები მათთვის უცნობია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
მეტალურგიულმა ქარხანა „ამბიკონ სტილს“-მა მუშაობა 2019 წლის იანვარში, ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში არსებულ შპს „ევრაზიან სტილს“-ის კუთვნილ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაიწყო, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყო მიტოვებული.
ავტორი: კესო მოლაშხია











