ქუთაისში, სტუდენტებისთვის, შესაძლოა, სამგზავრო შეღავათები დაწესდეს. ამ მოთხოვნით, გასულ წლებში სტუდენტები აქციებს მართავდნენ და ოფიციალური წერილიც კი შეიტანეს მერიაში. თუმცა, მაშინ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.
ახლა ამ ინიციატივის წარდგენას საკრებულოს სხდომაზე ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე გეგმავს.
„ინციატივას თვის ბოლო ოთხშაბათს საკრებულოს სხდომაზე წარვადგენ. ეს ეხება სტუდენტებისათვის საშეღავათო ტარიფების უზრუნველყოფას. საჭიროა ბიუჯეტში გამოინახოს თანხები, ასევე არსებობს კიდევ სხვა სერვისები და ყველა მიმართულება უნდა განვიხილოთ. ეს იქნება ღია და გამჭვირვალე პროცესი. პროგრამა უნდა იყოს ყველასთვის და ბუნებრივია, ვერ გავყოფთ სტუდენტებს ქუთაისელ და სხვა მუნიციპალიტეტების სტუდენტებად და შესაძლოა, ეს გახდეს ინტერმუნიციპალური პროგრამა“, – ამბობს ოთარ ლორთქიფანიძემ.
ავტორი: კესო მოლაშხია











