ქუთაისში მგზავრებს 36 ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება
სატრანსპორტო საშუალებაში რეგულაციების დაცვას მონიტორინგის სამსახური უზრუნველყოფს. ახალ ავტობუსში მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი და დამონტაჟებულია სადეზინფექციო ხსნარი.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ წელს ქუთაისს 36 ავტობუსი გადასცა. აქედან, 30 ავტობუსი გათვლილია 50 მგზავრზე, ხოლო 6 სატრანსპორტო საშუალება იტევს 83 მგზავრს. ყველა სატრანსპორტო საშუალება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ახალი ავტობუსები ყველაზე დატვირთულ საავტობუსო ხაზებს ჩაანაცვლებს.
ავტორი: კესო მოლაშხია











