საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია. პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაცია არის. მე მგონი, ძალიან კარგად მიმდინარეობს ყველაფერი, შიგნითაც ვიყავი და ვნახე ის ყველაფერი, რაც მომზადებულია, რომ მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე. ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. პირველი დღე, როცა აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდას, არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც არის შემდგომი ცხოვრების საწყისი. მომავალი ამ ქვეყნის არის ამ აბიტურიენტების ხელში. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც განაპირობებს ჩვენ ყველას და პირველ რიგში,მათ მომავალს, ასე რომ წარმატებები და წარმატებები მათ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
პრეზიდენტმა აბიტურიენტებს გამოცდების დაწყება ქუთაისიდან მიულოცა
ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია! ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს. წარმატებები, წარმატებები და წარმატებები!
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on კვირა, 05 ივლისი, 2020











