ქვიშის ქარიშხლისა და ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის გამო ჩინეთში განგაშის მეორე დონე გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის დედაქალაქი ნარინჯისფერ ბურუსშია მოქცეული.
ძლიერი ქარისა და ხილვადობის დაბალი მაჩვენებლის გამო 400-მდე ფრენა გაუქმდა.
„ეს ბოლო 10 წლის მანძილზე ქვეყანაში ყველაზე ინტენსიური ქვიშის ქარიშხალია. მან საკმაოდ ფართო ტერიტორია მოიცვა“,- ნათქვანია ქვეყნის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











