fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა გავიგეთ ჯონ ბოლტონის მემუარებიდან – მთავარი მესიჯები

14:42 June 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
951
ნახვა

ეროვნული უსაფრთხოების  საკითხებში  დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მემუარების ნაწყვეტები Wall Street Journal-ში, New York Times-სა და Washington Post-ში გამოქვეყნდა.

ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდია აღწერილი.

რა გავიგეთ ბოლტონის მემუარებიდან:

ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად დახმარება სთხოვა

 

ჯონ ბოლტონი თავის გამოუქვეყნებელ წიგნში („ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“) წერს, რომ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად დახმარება სთხოვა.

ჯონ ბოლტონი იხსენებს, რომ შესაბამისი საუბარი დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის 2019 წლის ივნისში, ოსაკაში, დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების მეთაურების შეხვედრაზე გაიმართა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ამბობს, ტრამპმა სი ძინპინს უთხრა, რომ „ამერიკელი ფერმერები მის მთავარ ელექტორატს წარმოადგენენ და 2020 წლის არჩევნებზე მისი გამარჯვება დიდწილად მათზეა დამოკიდებული“. ამიტომ, როგორც ბოლტონი წერს, ტრამპმა მოუწოდა ჩინეთის ლიდერს შეისყიდოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია აშშ-ში.

 

ტრამპი ფიქრობდა, რომ ვენესუელში შეჭრის იდეა „მაგარი“ იყო, რადგან ქვეყანა ისედაც „აშშ-ს ნაწილი იყო“

 

ბოლტონის მტკიცებით, ტრამპი ვენესუელას „აშშ-ის ნაწილად მოიხსენიებდა“. მემუარებში ბოლტონს თეთრი სახლის თანამშრომელთა აპარატის ხელმძღვანელთან, ჯონ კელისთან თავისი საუბარი მოჰყავს. მისი თქმით, კელიმ განაცხადა, რომ „პრეზიდენტი ვენესუელაში შეჭრის იდეას მშვენიერს უწოდებს“.

 

ტრამპმა ერთხელ იკითხა – იყო თუ არა ფინეთი რუსეთის ნაწილი?

 

ბოლტონის თქმით, ჰელსინკში პუტინთან სამიტის დაწყებამდე, ტრამპმა თავის მრჩეველებს ჰკითხა, იყო თუ არა ფინეთი რუსეთის ნაწილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დონალდ ტრამპმა მსგავსი სახის შეცდომა დაუშვა – მაგალითად ერთხელ მან ბელგიას „ლამაზი ქალაქი უწოდა“. ერთხელ კი ნეპალი შეცდომით ნიპლად მოიხსენია.

ბოლტონის წიგნში ასევე საუბარია იმაზე, რომ ტრამპმა ერთხელ იკითხა იყო თუ არა დიდი ბრიტანეთი ბირთვული სახელმწიფო.

„ჰელსინკის შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის შეხვდა. მაშინ ტერეზა მეის უსაფრთხოების მრჩეველი სკრიპალების მოწამვლის საქმეს განიხილავდა, როგორც შეტევას ბირთვულ ძალაზე. ამ დროს ტრამპმა ჰკითხა „თქვენ ბირთვული სახელმწიფო ხართ? ზუსტად ვიცი, რომ ეს ხუმრობა არ იყო“,- წერს ბოლტონი.

 

ბოლტონი: ტრამპმა რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადება არ გამაკეთებინა

 

ბოლტონი თავის წიგნში წერს, რომ ტრამპმა მას რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა. ბოლტონი ასევე წერს, რომ დონალდ ტრამპი პირად საუბრებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ჩიოდა, თუმცა საჯაროდ მათ მხარს უჭერდა.

წიგნში ნათქვამია, რომ როდესაც აშშ-მა სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ტრამპს ამ შეზღუდვების გაუქმება სურდა, რადგან მიაჩნდა, რომ ასეთი მოპყრობა ვლადიმირ პუტინის მიმართა ზედმეტად ხისტია.

„ტრამპმა დაავალა პომპეოს, დაერეკა ლავროვისთვის და ეთქვა, რომ რომელიღაც ბიუროკრატმა გამოაქვეყნა სანქციები – ზარი ან განხორციელდა ან არა“,- წერს ჯონ ბოლტონი.

 

დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ოპონენტებზე კომპრომატები მიეღო

 

„წიგნი ადასტურებს წარმომადგენელთა პალატაში გახმიანებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უკრაინის მიმართ ტრამპის ქმედებებით შეშფოთებული იყო“,- ნათქვამია პუბლიკაციაში.

ბოლტონის წიგნში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს უკრაინას რაიმე სახის სამხედრო დახმარება გაუწიოს, „ვიდრე არ მიიღებს ჰილარი კლინტონთან და ჯო ბაიდენთან დაკავშირებული გამოძიების ყველა მასალას“.

ბოლტონი მემუარებში ამტკიცებს, რომ ის, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი 10-ჯერ მაინც შეეცადნენ დაერწმუნებინათ ტრამპი, განეახლებინა უკრაინის სამხედრო დახმარება.

 

პომპეო, რომელიც ტრამპისადმი ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა, მასზე ცუდად საუბრობდა

 

ბოლტონი თავის გამოუქვეყნებელ წიგნში წერს, რომ 2018 წელს ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის პირველი სამიტის დროს პომპეომ ბოლტონს წერილი გადასცა, სადაც ეწერა, რომ „ის (ტრამპი) სრულ ბოდვას ამბობს“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებამდე მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

წიგნი 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.

ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ აღწერილია მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდი.

გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს“.

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.

თეგები: დონალდ ტრამპიჯონ ბოლტონიჯონ ბოლტონის წიგნი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ვიდეოსამიტს ეხმაურება

December 8, 2021
839
მსოფლიო

ტრამპი: ბაიდენი ვირუსის დამარცხებას აპირებდა, თუმცა ნაცვლად ამისა, ვირუსმა ის დაამარცხა

December 7, 2021
811
მთავარი ამბავი

დონალდ ტრამპი: ბაიდენი როგორ არის? გენატრებით უკვე?

October 15, 2021
849

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია