„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აქციაზე ოპოზიციური პარტიების მხადამჭერებს მიმართა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკოსები მზად არიან თავგანწირვისთვის.
„თუ სამშობლოსგან გავიწირებით, თუ ხალხისგან გავიწირებით, რა ჯანდაბად გვინდა, ან პარლამენტი, ან მინისტრობა, ან ცხოვრება, ან ქონება. იმაზე მეტი რა უნდა მივიღოთ, ვიდრე თქვენი ტაშია, თქვენი სითბოა თქვენი თვალებია, ამიტომ ჩვენ მზად ვართ თავგანწირვისთვის, ოღონდ თქვენ იყოთ კარგად, ოღონთ ჩვენი ქვეყანა წამოდგეს ფეხზე, გენაცვალეთ“,- განაცხადა ნათელაშვილმა.










