„ოპტიმიზმის საფუძველი, პირველ რიგში, ჩვენი ხალხის დაკვეთაა. ეს გამოჩნდა ბოლოდროინდელ კვლევებშიც და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებშიც. საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პოზიციაა, რომ საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიცია უნდა იყოს“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი”,- აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.
„ბოლო რამდენიმე დღეა, რადიკალურმა ოპოზიციამ რევოლუციისკენ მოწოდებები კვლავ გააქტიურა. ისინი პოზიციას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. რევოლუციური სცენარისა და „ცხელი გაზაფხულის“ დაანონსების მიუხედავად, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვას გეგმავენ”,- განაცხადა მაჭრაშვილმა.
29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.









