ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ,მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, გარკვეული ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა პარტიასთან იყო.
„მე არ გამოვყოფ, არიან იქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებთანაც, პირდაპირ რომ გითხრათ, დიდი სურვილიც არ არსებობს კომუნიკაციის და შეიძლება შეგნებულადაც არ იყო ეს კომუნიკაცია, მაგრამ თითქმის ყველასთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია იყო და რაღაც ტიპის საუბრები არსებობს, მათ შორის, შეთანხმების დეტალებზე. რასაც ისინი ჭორაობენ და ერთმანეთს აბრალებენ ხოლმე, მსგავსი შეთავაზებები ჩვენი მხრიდან არა რის, ამაზე შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ და პასუხი ვაგო. მერკანტილურ თემებზე საუბრობენ, ფინანსურ თემებზე, მსგავსი არ ხდება, შეუძლიათ, დაანებონ თავი ერთმანეთის დაბრალებას“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











