ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2635 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.2993 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0358 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9824 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 4.0420 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0596 ლარი შეადგინა.
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი მყარდება.









