ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1613 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.1387 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0226 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8460 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.8273 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0187 ლარი შეადგინა.









