უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, ნინო წილოსანი „ცესკოსთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებზე ამბობს, რომ ისინი 90-იანი წლებიდან ვერ გამოვიდნენ.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, რადიკალიზმი და ამომრჩევლის ღალატია ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს.
„ან ვინ დგას, ან ვინ გამოდის, ან რა მუხტი აქვთ.. ვის ჭირდება მიტინგები, სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან
დემოკრატია კომპლექსური პროცესია – ხალხი, ხელისუფლება, ოპოზიცია, ინსტიტუტები ..
დემოკრატიის დაზიანება შეუძლია როგორც ხელისუფლებას ისევე ოპოზიციას, სწორედ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიის დაზიანებად აღიქვამენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბარიერ გადალხული პარტიების არ შესვლას პარლამენტში , რადიკალიზმია – თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით საერთოდ არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის ღალატი მათი ამომრჩევლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის არჩეული კურსის- დასავლურ დემოკრატიაზე უარის თქმა“,- ამბობს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ დემონსტრანტებს ცესკოსთან გადაადგილებისკენ მოუწოდა.
„ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“, – განაცხადა მელიამ.
აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები დღეს რუსთაველზე ისევ იკრიბებიან.
ცესკოთან განვითარებულ მოვლენებზე ყველა ინფორმაცია და ვიდეო ნახეთ აქ











