დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს, ხოლო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მისი ერთ-ერთი ნაწილია და ის დამოუკიდებლად ქვეყნის ჩაკეტვის ან გახსნის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
„ჩვენი თანამშრომლები მონაწილეობენ შეხვედრებში, ჩვენი ეპიდემიოლოგები, ძალიან კარგი თანამშრომლობაა, ისინი ელოდებიან გაწერილ გეგმას, რომ ეს გეგმა შეფასდეს. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რატომღაც თქვენ და ბევრს შთაბეჭდილება რჩება, რომ დაავადებათა ცენტრი ხსნის და კეტავს ყველაფერს. არა ბატონო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ერთი დაწესებულება, ერთი ინსტუტუცია წარმოდგენილი საკოორდინაციო საბჭოში. რომელიც გარკვეულად, გამოთქვამს თავის მოსაზრებას, მაგრამ საბჭო კონსენსუსის წესით იღებს გადაწყვეტილებას. ბევრი მსჯელობაა იმავე იმ საკითხზე, რაზეც მეკითხებით. ჩვენ ვართ პროცესში. საბაგირო გზების და სამთო კურორტების ასოციაციამ გვთხოვა და ჩვენები მონაწილეობენ მათთან მოლაპარაკებებში, მათთან განხილვებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასკვნა დაიდო. ეს ასე არ არის. დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე პირველ რიგში და რისკებზე, რომელი ბიზნესი და რომელი სეგმენტი მომატებული რისკფაქტორია შემდგომი გავრცელების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.