პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერები სხვა ოპოზიციურ პარტიებს აბულინგებენ. მისივე თქმით, „ნაც. მოძრაობას“ გეგმაში მხოლოდ რევოლუციური სცენარის განვითარება აქვს.
„ოპოზიციურ სპექტრში აქვთ ერთი ძალიან დიდი პრობლემა. ამ პრობლემას ჰქვია შეუთანხმებლობა იმასთან დაკავშირებით, შემოვიდნენ თუ არა პარლამენტში. ზოგი რაციონალურად ფიქრობს, ზოგი ემოციებით მართავს საკუთარ ქცევას და სიტყვებს, მაგრამ საბოლოოდ შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ, რომ ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერის ბულინგი სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომელსაც თავის გეგმაში აქვს მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური სცენარი და სხვა კონსტრუქციული, ქვეყნისთვის სასიკეთო რეალობის და სიმართლის შესაბამისი სცენარი, მის ინტერესებში უბრალოდ არ შედის“, – განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მომდენვო მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვის.











