თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის ლიდერს აცრა ანკარის საავადმყოფოში გაუკეთდა.
ვაქცინაციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ერდოღანმა სოციალურ ქსელს „ტელეგრამში“ გაავრცელა.
ჩინური წარმოების პრეპარატით „სინოვაკით“ ვაქცინაცია თურქეთში დღეიდან დაიწყო.











