„თქვენ ნახეთ, რომ გასულ გაზაფხულზე რეკომენდაციების და გამკაცრების კვალდაკვალ ეკლესიაც შიგნით ამკაცრებდა ზომებს და შესაბამისად იქნება მომავალშიც“,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგროც ჯაღმაიძე ამბობს, ჯერჯერობით უცნობია, ეკლესია რა ზომებს მიიღებს ამ შემთხვევაში .
„თქვენ ნახეთ, რომ გასულ გაზაფხულზე რეკომენდაციების და გამკაცრების კვალდაკვალ ეკლესიაც შიგნით ამკაცრებდა ზომებს და შესაბამისად იქნება მომავალშიც. ზუსტად ვერ გეტყვით ჯერ, მაგრამ შესაბამისად იქნება, რეკომენდაციები გაცემული არის, რომ დაცული იყოს დისტანცია, პირბადეს იყენებდეს მომსვლელი ადამიანი, მკაცრად არის მოსათხოვი, რომ ეს იყოს დაცული,“- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.











