„რესპუბლიკური პარტია“ ცესკოს გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს. ცესკოს განკარგულების მიხედვით პარტიას 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.
„რესპუბლიკური პარტიიის“ ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ცესკოს ფოსტით მიმართვა 14 ივლისს გაუგზავნეს.
„საარჩევნო რეგისტრაციისთვის პატიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს 15 ივლისამდე. შესაბამისად, მიმართვის ფორმა, არ წერია როგორ უნდა მივმართოთ, ჩვენ გავუგზავნეთ ფოსტით. 14-ში ჩაბარებული გვაქვს ფოსტა, ანუ 15 ივლისამდე ჩვენ შევასრულეთ საკუთარი ვადლებულება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ფოსტაში ჩაბარების თარიღი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია მას როდის ჩაბარდა,“ – აღნიშნა თამარ კორძაიამ.
ცესკომ „რესპუბლიკურ პარტიას“ საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი უთხრა











