რესტორნები 22:00 საათიდან მცხეთაშიც დაიკეტება. ამის შესახებ მთვრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
აქამდე, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00 საათის შემდეგ დაკეტილი იყო თბილისსა და იმერეთში, ახლა კი ეს შეზღუდვა მცხეთასაც ეხება.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











