ჰაკერებმა აშშ-ის სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტებზე კიბერშეტევა განახორციელეს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის მთავრობას ჯერჯერობით საჯაროდ არ განუცხადებია, ვინ შეიძლება იდგეს ჰაკერების უკან, მაგრამ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმირებულმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ აღნიშნულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ბრალდება არის ამერიკული მედიის მორიგი უსაფუძვლო მცდელობა რუსეთი აშშ-ის უწყებების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელებაში დაადანაშაულოს.











